Академический департамент компьютерной инженерии

კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამაზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა
27-11-2019

2019 წლის 26 ნოემბერს, კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტში, კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამაზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრას ესწრებოდნენ: დეპარტამენტის უფროსი, პროფ. ლ. იმნაიშვილი, სტუ-ს რექტორის მოადგილე სამეციერო დარგში, პროფ. ზ. გასიტაშვილი, პროფესორები მ. კიკნაძე, ნ. ბერაია,  რ. სამხარაძე, ასოცირებული პროფესორები მ. ბედინეიშვილი, თ. თოდუა, ე. გვარამია, ე. ბოჭორიძე, ასისტენტ-პროფესორები: ლ. გაჩეჩილაძე და ლ. ტოკაძე.
დეპარტამენტის პროფესორმა მზია კიკნაძემ წარმოადგინა პროგრამის სამუშაო ვერსია. ჯგუფის წევრებმა განიხილეს პროგრამა, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და რეკომენდაციები.  საინიციატივო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა დაიგეგმა ორი კვირის შემდეგ.  ასევე გადაწყდა, რომ სამაგისტრო პროგრამის განხილვა მოხდეს დეპარტამენტის სხდომაზეც, 2019 წლის 12 დეკემბერს.
უკან