Академический департамент компьютерной инженерии

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018
27-02-2019

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა პროფესიული განათლების კვირეული "პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ის" დაჯილდოების ცერემონიალით დაასრულა.  გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდნენ: საუკეთესო სტუდენტად თამარ გოგრიჭიანი პროფესიული კოლეჯიდან „იკაროსი" დასახელდა. წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მფლობელი კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი, ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროფესორი ია მოსაშვილი გახდა. 2018 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების წოდება საზოგადოებრივმა კოლეჯმა ,,მერმისმა” მოიპოვა, ხოლო წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორი - საქართველოს რკინიგზაა, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დაფუძნებაში შეტანილი წვლილის გამო.  გამარჯვებულები სპეციალურად მათთვის დაგეგმილი ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით (17-24 თებერვალი, 2019 წელი)  გაემგზავრნენ გერმანიაში, სადაც თავიანთ სპეციალობებში არსებულ ევროპულ გამოცდილებას  გაეცნენ, ასევე დაათვალიერეს ევროპის უმსხვილესი პროფესიული განათლების გამოფენა Didacta.

უკან