Академический департамент компьютерной инженерии

შეხვედრა დამსაქმებლებთან
01-03-2019

2019 წლის 27 თებერვალს შედგა შეხვედრა დამსაქმებლებსა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ახალი პროგრამის „კომპიუტერული ინჟინერიის“ საინიციატივო ჯგუფის პროფესორ-მასწავლებლებს შორის.

კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის უფროსმა პროფ. ლ. იმნაიშვილმა მიმოიხილა ახალი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები და ამოცანები. მან მოწვეულ სტუმრებს გააცნო ლაბორატორიების ახალი კორპუსი და აღნიშნა იმ წვლილის შესახებ, რომელსაც ამ კორპუსში არსებული ლაბორატორიები შეიტანს სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბების საქმეში.

დამსაქმებლებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს მათი ხედვა და რეკომენდაციები საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესების, კურსდამ­თავრებულთა დასაქმებისა და ხელშეწყობის საკითხებზე.  დამსაქმებლების მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ:

კარლო ჩხიკვაძე - შპს „FINA“, პროგრამისტი,

ზეზვა ბერიაშვილი - შპს „FINA“, პროგრამისტი,

ივანე ყაზიშვილი - „საქართველოს ბანკი“,

ლევან კუკავა - სს „საქართველოს რკინიგზა“, IT დირექტორი,

ლალი თოდუა - სს „საქართველოს რკინიგზა“, IT დირექტორის მოადგილე,

ზურაბ ლელაძე - შპს „სისტემნეტი“,

გივი ხუციშვილი - სს „თელასი“

მათ გამოთქვეს ფაკულტეტთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმების თაობაზე; ისაუბრეს ასევე ლაბორატორიული სამუშაოების ერთობლივად შემუშავების შესაძლებლობებზე.

ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა პროფ. წვერაიძემ და კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის უფროსმა პროფ. ლ. იმნაიშვილმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს მობრძანებისთვის, საინტერესო მოსაზრებების, წინადადებებისა და რეკომენდაციებისთვის, რომლებიც მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება ახალი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების პროცესში.

უკან