Академический департамент компьютерной инженерии

შეხვედრა ABET-ის პროგრამების განხილვის ჯგუფთან
22-05-2019

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მზადდება კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა ABET აკრედიტაციისათვის. პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს 2017 წლიდან და უკვე მეორედ განხორციელდა ABET-ის ჯგუფის მიერ პროგრამის შემუშავების პროცესის შემოწმება. სწორედ ამ მიზნით, 2019 წლის 21-22 მაისს სტუ-ში გაიმართა შეხვედრები ABET-ის პროგრამების განხილვის ჯგუფთან. კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის თვითშეფასების ანგარიშის შემოწმება განახორციელა ABET-ის ექსპერტმა ფრანკ ნოელმა. 21 მაისს გაიმართა ABET-ის ჯგუფის ვიზიტის პირველი შეხვედრა სტუ-ს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ადმინისტრაციასთან და ABET-ის პროგრამებზე მომუშავე ჯგუფებთან, ხოლო 22 მაისს, ბატონი ფრანკ ნოელი მუშაობდა კომპიუტერული ინჟინერიის ჯგუფთან. შეხვედრა შედგა ჟიული შარტავას სახელობის IT ლაბორატორიაში და მონაწილეობდნენ პროგრამის შემმუშავებელი ჯგუფის წევრები: ლევან იმნაიშვილი, ია მოსაშვილი, ვახტანგ როდონაია, თინათინ კაიშაური, ზურაბ მოდებაძე, თეა თოდუა, ანა კობიაშვილი, გიორგი კირცხალია, სალომე ონიანი, ნინო ლოლაშვილი. თვითშეფასების ანგარიში წარადგინა პროფ. ია მოსაშვილმა.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული პროგრამის კურიკულუმი და მასთან დაკავშირებული საკითხები. პროგრამის შემმუშავებელმა ჯგუფმა დასვა შეკითხვები, რომელზეც სრულყოფილად უპასუხა ბატონმა ფრანკ. ნოელმა. შეხვედრების დასასრულს, მოხდა პროგრამების განხილვის შედეგების შეჯამება, სადაც აღინიშნა, რომ კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამამ დღეის მდგომარეობით განიცადა მნიშვნელოვანი წინსვლა და 2023 წელს იგეგმება მისი ABET-ის აკრედიტაციაზე წარდგენა.

უკან