Академический департамент компьютерной инженерии

შეხვედრა პირველკურსელებთან
20-10-2019

2019 წლის 19 ოქტომბერს კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტში პირველკურსელებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები. სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფ. ლ. იმნაიშვილმა. მან პირველკურსელებს მიულოცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტობა და ესაუბრა კომპიუტერული ინჟინერიის დარგზე, მის მნიშვნელობაზე და როლზე თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში. ლ. იმნაიშვილმა ისაუბრა ასევე დარგის განვითარების ისტორიაზე, იმაზე თუ რა იყო ადრე და რა გვაქვს დღეს და რა შეიძლება მოხდეს მომავალში. სტუდენტებს შორის ინტერესი გამოიწვია იმ ამოცანების ჩამონათვალმა, რომლის გადაწყვეტაც მომავალში სწორედ კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტებს უნდა დაეკისროთ.

სტუდენტებს სიტყვით მიმართეს ასევე კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმაც.

სტუდენტებმა შეკითხვები დასვეს მათთვის საინტერესო საკითხებზე. კერძოდ, დასმული იქნა შეკითხები გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლო პერსპექტივებზე.


უკან