მიმდინარე წლის წლის 24 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი მზია კიკნაძე და ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თეა თოდუა მივლინებით იმყოფებოდნენ ევროპის უნივერსიტეტებში, სტაჟირების გავლის მიზნით. სტაჟირება გულისხმობდა სასწავლო კურსების პედაგოგიური პროექტირებისათვის ევროპული უნივერსიტეტების ტრადიციებისა და თანამედროვე მიდგომების გაცნობას.
სტაჟირების მიზანი იყო სტაჟირებაში მონაწილე ევროპის უნივერსიტეტების პედაგოგებსა და მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარება, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაკთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება.
დეპარტამენტის პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს მასარიკისა (ჩეხეთი) და კომენსკის (სლოვაკეთი) უნივერსიტეტებში გამართულ შეხვედრებზე; სემინარზე „სასწავლო კურსის პედაგოგიური პროექტირება“ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ევროპელ კოლეგებს.
