კომპიუტერული ინჟინერიის აკადემიური დეპარტამენტი

ქართული ENGLISH РУССКИЙ
კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის სტუდენტების წარმატება სტუ-ს სტუდენტთა 87-ე სამეცნიერო კონფერენციაზე
21-06-2019

სტუ-ს სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, 2019 წლის 20 ივნისს,  ინფორმატიკის სექციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს,  საინტერესო მოხსენებები და პრაქტიკული ხასიათის ნამუშევრები წარმოადგინეს კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის სტუდენტებმა.
მსმენელებს შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის დოქტორანტურის სტუდენტების მოხსენებებმა:

  • I ადგილზე გავიდა გარი მარკარიანი (ხელმძღვანელი, პროფესორი, ლევან იმნაიშვილი). მან ისაუბრა სათბურებში ელექტრონული ტონირების ჟალუზების ალტერნატიულ საშუალებად გამოყენების საკითხებზე, დაასაბუთა ახალი მიდგომის ეფექტურობა და უპირატესობები;

  • III ადგილზე გავიდა ქეთევან ცომაია (ხელმღვანელი, პროფესორი, არჩილ ფრანგიშვილი). მან წარმოადგინა მოხსენება „ბლოკჩეინზე დაფუძნებული ბიომეტრიული საარჩევნო სისტემა“.

ბაკალავრიატის სტუდენტებს შორის სამივე  ადგილი კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის სტუდენტებმა დაიკავეს:

  • პირველ ადგილზე გავიდა მეოთხეკურსელი შალვა ლაბაძე (ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, თეა თოდუა). მან კონფერენციაზე წარმოადგინა არდუინოს ბაზაზე რეალიზებული რობოტი „ღამურა“, რომელიც დაბრკოლებას უვლის გვერდს.

  • მეორე ადგილზე გავიდნენ ვადიმ ხამუტოვი და გიორგი კონტრიძე (ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ვასილ კუციავა). სტუდენტებმა ორ სიდიდეს შორის პროცენტული განსხვავების გამზომ მოწყობილობაზე ისაუბრეს.

  • მესამე ადგილი დაიკავა მეოთხეკურსელმა გიორგი გაბოშვილმა (ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, თეა თოდუა). მან შუქდიოდებისგან აგებული კუბი წარმოადგინა.

უკან